სოციალური პროექტი
„მასწავლებელი შუქი სულისა“
სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლა
5 კლასის დამრიგებელი: გიული გორგოშაძე
პროექტის აქტუალობა
|
თანამედროვე სასკოლო ცხოვრებაში, ერთ-ერთი პრიორიტეტულია ურთიერთობები მოსწავლე-მასწავლებელს შორის, რომელსაც დიდი როლი ეკისრება საერთო სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაში. სწორედ ამ ურთიერთობების სწორად დალაგების შედეგია სკოლაში ტოლერანტული და მეგობრული გარემოს შექმნა. თუ ეს ურთიერთობები მოწესრიგებულია მასთან ბმაში მყოფი მასწავლებელ-მშობლის ურთიერთობებიც მნიშვნელოვნად კორექტული და ემპათიურია, მიდიან საერთო კონსესუსამდე (შვილის, მოსწავლის შესახებ) გადაწყვეტილებების მიღებისას. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე დგება საჭიროება მოსწავლემ და მშობელმა მეტი იცოდნენ, აფასებდნენ და პატივს სცემდნენ მასწავლებელს და მასწავლებლის პროფესიას, მიიჩნევდნენ ერთგულ მეგობრად, სჯეროდეთ მისი.
|
პროექტში ჩართული მხარეები
|
1. მეხუთე კლასის მოსწავლეები
2. მასწავლებლები.
3. მშობლები
|
პროექტის ხანგრძლივობა
|
3 კვირა
|
მიზანი
|
მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;
მოსწავლეებში მასწავლებლის როლის ამაღლება, პატივისცემისა და რწმენის ჩანერგვა. მასწავლებლის როგორც მეგობრის წარმოჩენა.
|
ამოცანები და განხორციელების გზები
|
აქტივობები:
პირველი ნაბიჯი --(18. 09.19.-დან 28.09.19-მდე) -- მოვაწყობ შეხვედრას თემაზე ,,ვინ არის ჩემთვის ჩემი მასწავლებელი“, ვურჩევ მოსწავლეებს წაიკითხონ მოთხრობა -ნაწარმოები მასწავლებლის შესახებ და წააკითხონ მშობლებსაც.
მეორე ნაბიჯი -- (29.09.19-დან 03.10.19-მდე)--მოსწავლე და მშობელი კითხულობს ნაწარმოებს მასწავლებელზე.
მესამე ნაბიჯი -- 2019 წლის 03 ოქტომბერს----მოვაწყობ დისკუსიას მშობლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით, სადაც განვიხილავთ წაკითხულ ნაწარმოებს ასევე მოვყვებით ჩვენი პრაქტიკიდან მაგალითებს და ვიმსჯელებთ მასწავლებლის როლსა და მნიშვნელობაზე, მოსწავლის ცხოვრებაში. შევთანხმდებით მასწავლებლის დღეზე მისალოცად ვესტუმროთ სკოლის ყოფილ მასწავლებელს. დავამზადებთ მისალოცებს.
მეოთხე ნაბიჯი --(05.10. 2019 )-მასწავლებლის დღეს მიულოცავთ სკოლის ყოფილ მასწავლებელს . ჩავატარებთ კლასსაათს ,,მასწავლებელი შუქი სულისა“
|
შედეგი
|
შედგება მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
მოსწავლეები მასწავლებელში დაინახავენ ერთგულ თანამდგომს, რომელიც მისი წარმატებული მომავლისათვის იბრძვის. ადამიანს, რომლისაც უნდა სწამდეს და სჯეროდეს. მასწავლებელი კი რომლის მოსწავლეებიც ასე ფიქრობენ მიაღწევს მეტ დამაჯერებელ შედეგებს.
|
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
|
1. მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
2. რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
5. განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;
6. მომავალში მეტი ყურადღება რას მივაქციო?
|
პროექტში მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
საშუალო
|
საშუალოზე მაღალი
|
კარგი
|
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
|
ცდილობს თანამშრომლობას.
|
თანამშრომლობს ჯგუფთან.
|
თანამშრომლობს ჯგუფთან და ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
|
აკეთებს პრეზენტაციას:
აზრს თანმიმდევრულად გადმოსცემს.
მსჯელობს საკითხის ირგვლივ.
პასუხობს დასმულ კითხვებზე.
.
|
ვერ ახერხებს ნაშრომის სათანადოდ წარმოჩენას.
|
კარგად წარმოაჩენს ნაშრომს, უჭირს კითხვებზე პასუხი.
|
წარმოაჩენს ნაშრომს, პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
|
ურთიერთობს სხვა ჯგუფის წევრებთან
|
ახერხებს კითხვის დასმას, მოსმენას.
|
სვამს კითხვებს, უსმენს ინტერესით.
|
სვამს კითხვებს, ისმენს ინტერესით, იყენებს ურთიერთობისას ზრდილობიანი მიმართვის ფორმებს.
|
მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
ხალისით ვმუშაობდი პროექტზე?
|
დიახ
|
არა
|
საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა?
|
დიახ
|
არა
|
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან?
|
დიახ
|
არა
|
შევძელი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა?
|
დიახ
|
არა
|
რომელი ეტაპი უფრო საინტერესო იყო?
|
პროექტზე მუშაობის პროცესი
|
პრეზენტაცია
|
ვიმუშავებ კიდევ ახალ პროექტზე?
|
დიახ
|
არა
|
ჩემი თვითშეფასების რუბრიკა
პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები
|
დიახ
|
არა
|
პროექტში მონაწილეობდა ყველა მოსწავლე?
|
დიახ
|
არა
|
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს?
|
დიახ
|
არა
|
პროექტი გაწარილ დროში შესრულდა?
|
დიახ
|
არა
|