Monday, December 23, 2019

სოციალური პროექტის გეგმა - „ჩვენ გვინდა ბედნიერი ბავშვობა!“


სოციალური  პროექტის გეგმა
„ჩვენ გვინდა ბედნიერი ბავშვობა!“
გიული გორგოშაძე - V - კლასის დამრიგებელი

სასურველია,  ბავშვებს მარტივად, მათი ასაკისთვის შესაფერისად გავაცნო თავიანთი უფლებები, ვესაუბრო მოვალეობებზე, გავაცნო მათ ბავშვის უფლებების კონვენცია (მარტივი, შემოკლებული ვარიანტი), ვესაუბრო იმ ბავშვებზე, რომელთა უფლებების დაცვაზე სახელმწიფო ზრუნავს.


1
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობა
ჩემს  მეხუთე კლასის მოსწავლეებს ჯერ არცთუ კარგად აქვთ გააზრებული თავიანთი უფლება-მოვალეობები, ამასთანავე,  სასურველია, მათ გაიგონ, რომ ყველა ბავშვს თანაბარი უფლებები აქვს, ყველა თანასწორია, აგრეთვე, გამოუმუშავდეთ  ტოლერანტობის გრძნობა სოციალურად დაუცველი თანატოლების მიმართ, გაუჩნდეთ მათი დახმარების სურვილი.
      მოსწავლეებს შევთავაზე წინადადება, ვეწვიოთ მახინჯაურის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „თანას“ აღსაზრდელებს. მათთან  ერთად გაგვეტარებინა ერთი დღე.  შეძლებისდაგვარად, გავწიეთ  ქველმოქმედებაც, - ბავშვებისთვის შევაგროვოთ ტანსაცმელი, საბავშვო წიგნები, სასწავლო ნივთები, სათამაშოები.
2
ინტეგრირებუ
ლი საგნები
ქართული ენა, ხელოვნება, მუსიკა, სამოქალაქო განათლება
3
პროექტის ხანგრძლივობა
2 კვირა  15.10.2019 / 29.10.2019 წ.
4




პროექტის მიზანი







მოსწავლეები გაეცნონ ბავშვის უფლებათა დეკლარაციას-(შემოკლებულ ვარიანტს);
გაიუმჯობესონ თავიანთი სახელოვნებო უნარები (დეკლამირება, ცეკვა, სიმღერა);
დახატონ შეთავაზებულ თემებზე: „ბედნიერი ბავშვები“, „ჩემი ოჯახი,“ „მე და ჩემი მეგობრები,“ „ჩემი ოცნების სახლი.“
გაიცნონ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“აღსაზრდელები, დაუმეგობრდნენ მათ.
გასწიონ ქველმოქმედება საციალურად დაუცველ თანატოლთა მიმართ;
შეძლონ შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
5
საჭირო
 რესურსი
შერჩეული  ლექსები, ფონოგრამები სიმღერებისა და ცეკვებისთვის, ფორმატის ქაღალდები ერთობლივი ხატვისთვის, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, მარკერები, ფლომასტერები, წებო, მაკრატელი, ჭიკარტები, ფერადი ქაღალდები.
6
შედეგები და ინდიკატორები

სადამრიგებლო პროგრამა-ბავშვებისთვის თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა, ბავშვის უფლებების დაცვა;
სადამრიგებლო პროგრამა-სხვა პიროვნებისადმი ემპათიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ტოლერანტობა;
სადამრიგებლო პროგრამა-მონაწილეობა მიიღოს შერჩეულ ღონისძიებაში სხვებთან ერთად;
ქართ.  V. 1. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი საკომუნიკაციო სიტუაციის ადეკვატური სამეტყველო ქცევის უნარის გამოვლენა;
ქართ. V .1. მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში ნაცნობ თემატიკაზე;
ს.გ. V.6. მოსწავლეს შეუძლია სახვითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა;
მუსიკა. V. 1. შეძლოს სიმღერა მარტო ან სხვებთან ერთად.
7
21-ე საუკუნის უნარები
-ცოდნის კონსტრუირება
 ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა,სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები



ამოცანები და განხორციელე
ბის გზები
სოციალური  პროექტის ამოცანებად განისაზღვრა შემდეგი:
პროექტის მსვლელობის თანმიმდევრობა


პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა:
I    კვირა
·         მოეწყო საკლასო დისკუსია;
·         ·         წავიკითხეთ მხატვრული ნაწარმოებები ბავშვთა უფლებების დაცვაზე, თანასწორობაზე, მეგობრობაზე, ტოლერანტობაზე;
·         დავუკავშირდით მახინჯაურის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს და შევთანხმდით ვიზიტზე;
·         ინტერნეტში და სხვადასხვა გზით მოვიძიეთ საჭირო ფონოგრამები, კარაოკე შერჩეული სიმღერებისთვის და ცეკვებისთვის.
·         მოვიმარაგეთ საჭირო რესურსი. (ფორმატის ქაღალდები და მარკერები მე მქონდა, დანარჩენი მოსწავლეებს ჰქონდათ ხელოვნების გაკვეთილებისთვის);
II   კვირა
·         დავწერეთ პატარა სცენარები, გავანაწილეთ როლები, ლექსები, სიმღერები...
·         ხელოვნების გაკვეთილებზე ვხატავდით სხვადასხვა თემაზე;
·         დავიწყეთ  საქველმოქმედო მიზნებისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთის მოგროვება;
·         დავიწყეთ  რეპეტიციების ჩატარება;
·         ვატარებდით  რეპეტიციებს;
·         სხვა კლასებსაც ვთხოვეთ დაგვხმარებოდნენ საქველმოქმედო მიზნების განხორციელებაში;
·         საზეიმოდ აღვნიშნეთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,-გლდანის სოციალურად დაუცველ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად;
·         გავმართეთ  საკლასო დისკუსია,-რა მოეწონათ პროექტზე მუშაობის პროცესში, რას გააუმჯობესებდნენ;
·         დავწერე პროექტის რეფლექსია;
პროექტის მონიტორინ
გი
შეფასება და
თვითშეფასება



პროექტის მსვლელობის პროცესში აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს,
(შეფასებისა და თვითშეფასების ცხრილები იხილეთ  დანართში).
შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმებით:

·         მოსწავლეთა ჩართულობა;
·          წაკითხულის, ნანახისა  და მოსმენილის გააზრების უნარი;
·         შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა;
·         გამოხმაურება მშობლებისგან.


თვითშეფასების მარტივი  კითხვარი მოსწავლეებისთვის
რა მოგცათ სოციალურმა  პროექტმა?
ა) გავეცანი ბავშვთა უფლებებს, დავრწმუნდი, რომ დახმარების აღმოჩენა მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება, დიდი სიკეთეა;
ბ)  ბავშვთა საერთაშორისო დღე ხალისიანად გავატარე;
გ) საინტერესო არაფერი;
მუშაობის  დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის როგორი დამოკიდებულება იყო?
ა)ბევრად უკეთესი;
ბ) როგორიც აქამდე იყო;
გ)უარესი;
 პროექტის დროს საქმიანობით  კმაყოფილი ხარ?
ა) კმაყოფილი ვარ;
ბ) მეტს ველოდი;
გ)უკმაყოფილო ვარ.
მასწავლებლის თვითშეფასება
·         შევძელი თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული მიზნები სრულად განხორციელდა.
·         რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
პროექტით განსაზღვრული ყველა აქტივობა განხორციელდა.
·         რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
აღსანიშნავია, რომ პროექტმა კიდევ უფრო დააკავშირა კლასი და განავითარა თანამშრომლობა, აღნიშნულმა პროექტით შევძელით ბავშვთა საერთაშორისო დღე სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად აღგვენიშნა, მათთვის შეძლებისდაგვარად აღმოგვეჩინა დახმარება და ერთი დღე გაგვეხალისებინა.
·         რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
სტუმარი ბავშვები დარწმუნდნენ, რომ მათზე ფიქრობენ, ზრუნავენ, სიამოვნებთ მათთან ერთად ყოფნა, რომ დაცულია მათი  ერთმანეთთან კომუნიკაციის, თამაშისა და გართობის უფლება. ჩვენი მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ყველა ბავშვს თანაბარი უფლებები აქვს და ეს უფლებები ყველამ სათანადოდ უნდა დაიცვას.
·         ხომ არ მოხდარა პროექტის მოდიფიცირება?
პროექტის მსვლელობისას რაიმეს მოდიფიცირების საჭიროება არ შექმნილა.
·         რა უნდა გავითვალისწინო მომავალში?
რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უხალისებს ბავშვებს   ცხოვრებას, ამდენად, ასეთი აქტივობები უფრო ხშირად უნდა დავგეგმო.





პროექტის შეფასების რუბრიკა

რას დავაკვირდი
შეფასება
კარგი
საშუალო
სუსტი
წარმოდგენილი საკითხის აქტუალურობა

+
რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია პროექტის მიზანი და ამოცანები

+
რამდენად რეალურია შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს

+
რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული საჭირო რესურსი

+
თანმიმდევრობა- რამდენად ლოგიკურადაა აგებული

+

შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაკვირვების ცხრილი

რას დავაკვირდი
შეფასება
კარგი
საშუალო
სუსტი

მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი

+

მოსწავლეთა თანამშრომლობა

+

წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხი

+

შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციის უნარი

+

მშობელთა გამოხმაურება
+









  

პროექტის ხელმძღვანელის  თვითშეფასების ფურცელი
(მარტივი ნიმუში)
თარიღი--------------                                    პროექტის ხელმძღვანელი:-------------------------------
პროექტის სახელწოდება: ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა!- ჩვენ გვინდა ბედნიერი ბავშვობა! 
რა იყო გაკვეთილზე    კარგი
რა უნდა გავაუმჯობესო
რა მინდოდა
 რას მივაღწიე










No comments:

Post a Comment