Wednesday, October 30, 2019

7 კლასის წრის მუშაობა


სსიპ ქალაქ ბათუმის მე-20 საჯარო სკოლა
მათემატიკის წრე მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის.
წრის  დასახელება : საზრიანები
2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრი
წრის ხელმძღვანელი: მათემატიკის მასწავლებელი გიული გორგოშაძე.
წრის  პროგრამა და მოკლე დახასიათება
    დაგეგმილი მაქვს მოსწავლეები ვამუშაო სახალისო ამოცანებზე, ამოცანების მოკლე ჩანაწერზე,ზეპირ ანგარიშზე, ტესტებზე,
წრის შესახებ მოსწავლეებს ინფორმაცია  მივაწოდე სასწავლო წლის დასაწყისში. შევადგინე სამოქმედო გეგმა, რომლის ნიმუშ გთავაზობთ ქვემოთ,  აგრეთვე განცხადება ავტვირთე   სკოლის  ფეისბუქ-გვერდზე  "ბათუმის მეოცე  საჯარო სკოლა"
           წრის მიზანი: ამოცანების, ზეპირი ანგარიშის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა. მოსწავლეთათვის მარტივად გასაგები სტრატეგიების და მეთოდების გამოყენებით მოტივაციის ამაღლება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. აღნიშნული წრე ხელს შეუწყობს  მათემატიკის  მოყვარული ბავშვების  გაერთიანებას. წრე ითვალისწინებს  მეშვიდე კლასის მოსწავლეთა  ინტერესებსუნარებსა  და  საჭიროებებსწრის  სამუშაო  თემები მოცავს  მრავალფეროვან  დავალებებს  მოსწავლთა   ტექნიკური უნარების  განვითარებისათვის.  ისინი  შერჩეული იქნება პრინციპით  „ მარტივიდან  რთულისაკენ“  და   „თამაშით  სწავლება“.  რაც  ხელს შეუწყობს  ლოგიკური  და  არ-გუმენტირებული   მსჯელობის  საფუძველზე  სწორი  დასკვნების  გამოტან-ის  უნარის  განვითარებას
               მათემატიკური  თამაშის  სახით  დავალებების შესრულება  მოსწავლეებს   დაეხმარება  გამოიმუშაო  ცხოვრებაში   საჭირო  ჩვევებიპრინციპულობა  და  დაწყებული  საქმის  ბოლომდე  მიყვანის  უნარი. წრეში გაერთიანებულ მოსწავლეებს არ უჭირთ საგნის ათვისება, მაგრამ უჭირთ ამოცანების ამოხსნა,ზეპირი ანგარიში. ზოგჯერ ვერ ასრულებენ სახლში მიცემულ დავალებას, ამიტომ ესაჭიროებათ დამატებითი მეცადინეობა. მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეთანხმებით ჩამოვაყალიბე მათემატიკის წრე, მოვახდინე VII კლასის მათემატიკის თემატური მასალიდან საკვანძო საკითხების შერჩევა წრეზე განხილვის და უკეთესად შესწავლის მიზნით. წრეზე სამუშაოდ შერჩეული მასალის ჩამონათვალი წინასწარ გავაცანი მოსწავლეებს. დავგეგმეთ წრის სამუშაო შეხვედრების დროის ხანგრძლივობა და ადგილი. წრის მეცადინეობა შედგება ყოველ ოთხშაბათს 14.00 წთ.
დევიზი :
Ø  ჩვენ ვზრდით მოაზროვნე     პიროვნებებს.

საწრეო მუშაობის მიზანია:
მოსწავლეებმა შეძლონ:
Ø  სიმრავლეების გაგება, მოქმედებების შესრუოლება სიმრავლეებზე;
Ø  რიცხვითი წრფე, მოპირდაპირე რიცხვები;
Ø  გეომეტრიულ ფიგურებზე მუშაობა;
Ø  სახალისო ამაცანების ამოხსნა;
Ø  შემოქმედებითი უნარების განვითარება.

      მოსალოდნელი შედეგი: ვფიქრობ, საგნობრივ წრეზე მუშაობა გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესს საგნის მიმართ, მოსწავლეებში სახალისო ამოცანების ამოხსნა, რიცხვების კარნახით წერა, მოსწავლეები მოახდენენ
საკითხის ირგვლივ საკუთარი აზრის გამოთქმას, გაუჩნდებათ საკუთარი შესაძლებლობების მიმართ რწმენა, რაც დაეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში და მოსწავლეები უფრო ადვილად მოახდენენ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ წრეზე მუშაობა შეუქმნის მოსწავლეებს მოტივაციას.

სასწავლო რესურსები: დაფა, ცარცი, კალამი , რვეული, სახელმძღვანელო, მარკერი, სტიკერები, ბურთულები, სარჭები, მაგნიტური ღიმილაკები, სახალისო მათემატიკურ ამოცანათა კრებული და სხვ.

წრის სამუშაო გეგმა

თემა
ჩატარების თარიღი
1
სიმრავლეები, სიმრავლეების თანაკვეთა და გაერთიანება
02.10
2
რიცხვითი წრფე, მოპირდაპირე რიცხვები, რიცხვების შედარება
09.10
3
რიცხვების შეკრება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა
16.10
4
სახალისო ამოცანების ამოხსნა
23.10
5
გეომეტრიული ფიგურები, სხივი, მონაკვეთი, ტეხილი.
30.10
6
მრავალკუთხედი, სამკუთხედი
06.11
7
კედლის გაზეთის „ევრიკა“ გამოშვება
13. 11
8
სამკუთხედის კუთხეთა თვისებები. ტოლფერდა სამკუთხედი
20.11
9
სამკუთხედის ტოლობის ნიშნები
27.11
10
მართკუთხა სამკუთხედი
04.12
11
წრე. წრეწირი, ქორდა, მხები
11.12
12
მათემატიკური ვიქტორინა: „ყველაზე სწრაფი“
18.12

მათემატიკის წრის საზრიანები წევრები:
11     აფხაზავა ომარი
22     წულუკიძე ლუანა
33     მიჩიტაშვილი ნატა
44     ცეცხლაძე რენა
55     ქამაშიძე ნინო
66     ქამაშიძე მირზა
77     ბოლქვაძე რეზიკო
88     ლომსანიძე თიკო
99     დავითაძე ლიზი
110.   აბულაძე თენგიზი
111   ივანაძე სულხანი
112   ბარამიძე თამუნა
113 ბუდნიკოვი ანასტასია
114   ფერსელიძე ანდრია
115  ქამადაძე კახა
116   ზოიძე ლიზა
117  ცინცაძე ლანა

                      
02.10.2019 სიმრავლეები , სიმრავლეების თანაკვეთა და გაერთიანება












09.10.2019 რიცხვითი წრფე , მოპირდაპირე რიცხვები , რიცხვების შედარება


16.10.2019 რიცხვების შეკრება , გამოკლება , გამრავლება , გაყოფა


23.10.2019 სახალისო ამოცანების ამოხსნა


30.10.2019 გეომეტრიული ფიგურები , სხივი , მონაკვეთი , ტეხილი


06.11.2019 მრავალკუთხედი , სამკუთხედი

  

13.11.2019 კედლის გაზეთის ,,ევრიკა '' გამოშვება


20.11.2019 სამკუთხედის კუთხეთა თვისებები , ტოლფერდა სამკუთხედი
-




27.11.2019 სამკუთხედის ტოლობის ნიშნები





4.12.2019  მართკუთხა სამკუთხედი


                            



11.12.2019 წრე. წრეწირი, ქორდა, მხები





No comments:

Post a Comment